შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი  საზოგადოებრივი უ...
21-07-2025

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი  საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112”-ს და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში არპინე სარგსიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112”-ს ესტუმრა.
აკადემიაში ვიზიტისას სტუმრებისთვის მოეწყო ტური, რომლის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
დელეგაციის წევრები „112"-ში სტუმრობისას კი ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის სისტემას. მათ ასევე, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ დანაყოფების საქმიანობის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი უწყების სხვა დანაყოფებსაც მოინახულებს.